გულიკო ზუმბაძე ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ადამინის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
როგორც გულიკო ზუმბაძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, აუცილებელია ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელი პირების საერთაშორისოდ და შიდა კანონმდებლობით აღიარებული უფლებების დაცვა.
“სამწუხაროდ, იძულებით გადაადგილების თემა ჩვენი ქვეყნისთვის კარგადაა ნაცნობი. დღეს საქართველოში მრავალი ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც დახმარება და თანადგომა სჭირდება.
ჩვენც ვუერთდებით ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღნიშვნას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიის პირთა, როგორც ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრთა უფლებების ეფექტური დაცვა გარანტირებული იქნება’’,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
ღონისძიებას, რომელიც კონცერტით დასრულდა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველი წლის 20 ივნისს. გაეროს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 8,5 მილიონი ლტოლვილი და 25 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია აღრიცხული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები