თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა გეგმური სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე, გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ჯანჯღავას, კაჭარავას და კობერიძის ქუჩების აბონენტებს შეეხება.
შუქი 10:00-დან 17:00 საათამდე თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I და II კვარტლებს, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლისა და გია რომელაშვილის აბონენტებს გაეთიშება.
10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ორხევის დასახლების, თრიალეთისა და მუხაძის ქუჩებს, დაბა კოჯრის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, შატილის, ძოწენიძის, გამრეკელის, ინტენსიფიკაციის, ამაშუკელისა და ჟღენტის ქუჩებს არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10:00-დან 18:00 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ალვანის, სამოქალაქოს, კარდენახის და ცუცქირიძის ქუჩების, რუსთაველის გამზირის, კოლმეურნეობის მოედნის, ვეკუას, ხაზინის, ფხოვის, პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების, აკაკი წერეთლის გამზირის ნაწილს, სტანისლავსკის, ნადირა ხოშარაულის, გუდაუთის, ლუბლიანას და გიორგი ტერევერკოს ქუჩების აბონენტებს გაეთიშება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები