პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას აპირებს

პარლამენტი საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესების შესახებ სპეციალური განცხადების მიღებას აპირებს. განცხადების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. პროექტის ავტორი პარლამენტარი ვიქტორ დოლიძეა და, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, მას ყველა ფრაქციის თავმჯდომარე აწერს ხელს.
განცხადების პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ დაცული უნდა იქნას დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, „საარჩევნო კოდექსის“ და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად.
აღიარებს პოლიტიკური პარტიების კონკრეტულ უფლებებს და თავისუფლებებს, მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, უარი თქვან სიძულვილის ენაზე, ნებისმიერი ფორმის ძალადობაზე. საქართველოს პარლამენტი აღიარებს საჯარო სამსახურების დეპოლიტიზირების მნიშვნელობას და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების მიუღებლობას. პარლამენტი მედია აშუალებებს მოუწოდებს, დაიცვან არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპები. ასევე, ხაზს უსვამს სასამართლოს განასაკუთრებულ როლს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. პარლამენტის მიერ განცხადების პროექტის განხილვა და მიღება მიმდინარე კვირაში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები