ირმა ინაშვილი: „ნაცმოძრაობა” ბარიერს ვერ ლახავს და ემზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნას ქაოსი

“ნაციონალური მოძრაობა” ბარიერს ვერ ლახავს და ემზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნას ქაოსი, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გაზეთ “ალიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ირმა ინაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” აწყობს, რომ ოქტომბრის არჩევნები არალეგიტიმურად შეფასდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
“ის, რომ საპროტესტო აქციაზე “ნაცმოძრაობასთან” ერთად არ დავდგები, ფაქტია. “ნაცმოძრაობა” კი, დაინტერესებულია, მოხდეს არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობა. ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ, მუშაობენ ამერიკაში, ევროპაში, სააკაშვილის ლობისტები, კონგრესმენებთან და სენატორებთან აწარმოებენ მოლაპარაკებას, რომ უკვე შეადგინონ ტექსტი, რომ არალეგიტიმური იყო ეს არჩევნები, ანუ “ნაციონალური მოძრაობა” ბარიერს ვერ ლახავს და ემზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში შექმნას ქაოსი. მე “ნაცმოძრაობასთან” ერთად არ აღმოვჩნდები ერთ სივრცეში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები