იოჰანეს ჰანი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე: ჩვენ პირობა უნდა დავიცვათ, რომ შევინარჩუნოთ ნდობა

საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო კრიტერიუმები დააკმაყოფილა და ევროკავშირმა უნდა შეასრულოს პირობა, რათა ნდობა შეინარჩუნოს. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
“ვაღიარებ, რომ ზოგიერთ ქვეყანას ამ საკითხის გადაწყვეტა საგანგებო მექანიზმის ამოქმედებამდე სურს. თუმცა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ევროკავშირის სანდოობას საფრთხე არ შეექმნება, რადგან საქართველოს წარუდგინეს მკაფიო კრიტერიუმები ვიზალიბერალიზაციის მისაღებად, ეს კრიტერიუმები შესრულებულია. ჩვენ პირობა უნდა დავიცვათ, რომ შევინარჩუნოთ ნდობა”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავენ. კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის საბჭომ, მოგვიანებით კი, ევროპარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. მანამდე, იუსიტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები