კრისტიან ურსე: იმედი მაქვს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მალე დამტკიცდება

ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.
„იმედი მაქვს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მალე დამტკიცდება. ამ ეტაპზე იმის თქმა შემიძლია, რომ საქართველომ ყველა დავალება წარმატებით შეასრულა. ასევე შესრულებულია ყველა პირობა და დაკმაყოფილებულია ის კრიტერიუმები, რისი მოლოდინიც იყო. ახლა, ჯერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა“, – განაცხადა ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში.
დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა იმსჯელონ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე. კონსულტაციის შემდეგ, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის საბჭომ, მოგვიანებით კი, ევროპარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. მანამდე, იუსიტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები