ბიძინა ივანიშვილი: თანამდებობის ძიებაში არ ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს. ივანიშვილის თქმით, მას ქვეყნის ინტერესის გარდა არავითარი ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” განაცხადა.
”თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში და ამას მინდა, ხაზი გავუსვა. ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადული, რადგან პირადი ბიზნესინტერესები საქართველოში არ მაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდთან არსებული პროექტები მზად არის, ფასდაკლებით და შეღავათებით გადასცეს.
”თუ ნებისმიერი პროექტი დაგაინტერესებთ, რომელიც თანაინვესტირების ფონდთან კავშირშია, გადმოგცემთ ფასდაკლებით და შეღავათებით. ჩემი ერთადერთი მიზანი ამ პროექტებთან დაკავშირებით გახლავთ, რომ ტურისტული ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს. ჩემი ერთადერთი საზრუნავი გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ. ამისთვის გვჭირდება, ეს არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად. ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელ მსოფლიოში და რაიმე ხინჯი არ ახლდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის, საზოგადოების გაგების, სწორი ანალიზის, რომ სწორი არჩევნები გავაკეთოთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები