კრისტიან ურსე: სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს

ტექნიკური თვალსაზრისით, სტრასბურგის სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გააკეთებს, – ამის შესახებ ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, კრისტიან ურსემ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ოფიციალური პრესრელიზი 14 ივნისს გამოაქვეყნა. დოკუმენტის სათაური შემდეგია:
„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, თუმცა, ამავე დროს, გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მოხდენის ხერხად“.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ: არ დარღვეულა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პარაგრაფ 1 (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს; არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი (გონივრულ ვადებში სასამართლო გარჩევის ჩატარება ან სასამართლომდე გათავისუფლება), რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შესახებ 2013 წლის 22 და 25 მაისის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლიანობას; დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფი, რომელიც ეხება მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადახედვის შესახებ 2013 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პარაგრაფ 1-თან ერთობლიობაში, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა ასევე იქნა გამოყენებული პროკურატურის მიერ, როგორც შესაძლებლობა, მოიპოვა ბერკეტები ამ საქმესთან დაუკავშირებელი გამოძიებისთვის, კერძოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოსაძიებლად“, – წერია სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები