ოდესის ოლქში 399 ადამიანი მოიწამლა

ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილში 399 ადამიანი, მათ შორის 241 ბავშვი მოიწამლა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ამ ადამიანებმა 16-დან 19 ივნისამდე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს და მათ „მწვავე გასტროენტეროკოლიტის“ დიაგნოზი დაუდგინდათ. ამჟამად სამედიცინო დაწესებულებებში 260 ადამიანი, მათ შორის 185 ბავშვი რჩება.
როგორც სააგენტო „უნიანს“ იზმაილის მერმა ანდრეი აბრამოვიჩმა აცნობა, მასობრივი დაავადების მიზეზი მუცლის ჩხირი გახდა. სასმელი წყალი კოკისპირული წვიმების გამო დაბინძურდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები