„მაგდამ უთხრა, ასეთი ქმარი რომ მყავდეს, მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო“- რას იხსენებს ომარ ქაფიაშვილის მეგობარი

ომარ ქაფიაშვილის ბავშვობის მეგობრის, მარიამ მაზმიშვილის მტკიცებით, ომარს ძალიან უყვარდა მაგდა პაპიძე. მისივე თქმით, ის, რომ მაგდა პაპიძეს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა, ამის შესახებ მაგდა პაპიძის დის, ლანა პაპიძისთვისაც იყო ცნობილი.
“ომარისგან ხშირად გამიგონია, სახლიდან ჩემი გასვლა და მეგობრებთან ყოფნა მაგდას არ მოსწონს და ვცდილობ, არ ვაწყენინო, რადგან დიაბეტი აქვსო. ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინვე წავედი ომართან და სახლში თუ დერეფანში სისხლის კვალი ჩემი თვალით ვნახე. პანაშვიდზე გვერდით მეჯდა ლანას და, ყვებოდა, რომ მაგდას ჰყავდა საყვარელი, ოთო ბერძენიშვილი. ამბობდა, ბოლო დღეებში სულ ოთოზე მელაპარაკებოდაო. ჩემი და ომარის საერთო მეგობარ გოგოს პრობლემა ჰქონდა ქმართან და თავის ამბებს გვიყვებოდა, რა დროსაც მაგდამ უთხრა, ასეთი ქმარი რომ მყავდეს, მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო. ამ სიტყვებისთვის მაშინ არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ ვხედავთ, რომ მან მართლა მძინარე მოკლა ომარი“, – აცხადებს მარიამ მაზმიშვილი.
წყარო: „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები