საქართველოში ახალი უნივერსიტეტი დაარსდება

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ზემო-ავსტრიის კვლევისა და მეცნიერების მინისტრმა დორის ჰამერმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს და მზადყოფნა გამოთქვეს გააღრმავონ თანამშრომლობა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების დარგში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ავსტრიისა და საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის პირდაპირი კონტაქტები დამყარდება და ამოქმედდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე მხარეები გაცვლიან სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებში არსებულ გამოცდილებას და ცოდნას უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს შორის.

ზემო-ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა დოქტორ გერალდ რეიზინგერმა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ახალი უნივერსიტეტის დაარსებას საქართველოში, სახელწოდებით „ზემო ავსტრიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი კავკასიაში.“ ახალი უმაღლესი სასწავლებელი – კავკასიის უნივერსიტეტისა და ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იქნება. უნივერსიტეტში იქნება სამი მიმართულება: საინჟინრო ავტომატიკა, ელექტორნული ინჟინერია და სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერია. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მსგავსი პროფილის პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში და ამ იდეის განხორციელებას კავკასიის უნივერსიტეტი გაუწევს ტექნიკურ დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები