IRI მედიარეიტინგებს აქვეყნებს

 საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 97 პროცენტი პოლიტიკურ ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს. მეორე ადგილზე მეგობრები და ნათესავები არიან. პირადი კონტაქტები 29 პროცენტისთვის ინფორმაციის მთავარი წყაროა. მესამე ადგილზეა ინტერნეტი 29 პროცენტით, მეოთხე ადგილს 23 პროცენტით პრესა იკავებს და მეხუთეზე რადიოა 11 პროცენტით. სოციალურ ქსელ ფეისბუქით ინფორმაციას მხოლოდ გამოკითხულთა 9 პროცენტი იღებს. რაც შეეხება პრესის რეიტინგს, აქ კვლავაც „კვირის პალიტრა“ ლიდერობს. გამოკითხულთა 16 პროცენტი ამ გამოცემას რეგულარულად კითხულობს, ხოლო 12 პროცენტი მის ინფორმაციას ენდობა. მეორე ადგილზეა „ასავალ-დასავალი“, რომელსაც რეგულარულად 9 პროცენტი კითხულობს, ხოლო 5 პროცენტი ენდობა. მესამე ადგილზეა „ალია“, შესაბამისი 2 პროცენტი და 1 პროცენტით.

საინტერესოა, რომ გამოკითხულთა 77 პროცენტი არცერთ გაზეთს არ კითხულობს, 80 პროცენტი კი საერთოდ არ ენდობა პრესას. სატელევიზიო ბაზარზე მცირედი ცვლილებებია. IRI-ს კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 88 პროცენტი რეგულარულად „იმედს“ უყურებს. ამ ნაწილში „რუსთავი 2“ „იმედს“ მხოლოდ 1 პროცენტით ჩამორჩება, მას 87 პროცენტი აქვს. თუმცა, „რუსთავი 2“-ს გამოკითხულთა 34 პროცენტი ენდობა, „იმედს“ კი – 30 პროცენტი. მესამე პოზიციას იკავებს ტელეკომპანია „მაესტრო“ 21 პროცენტით. მეოთხეა ჩამონათვალში საზოგადოებრივი მაუწყებელი. მას რეგულარულად გამოკითხულთა 36 პროცენტი უყურებს, მის ინფორმაციას კი მხოლოდ 3 პროცენტი ენდობა. რაც შეეხება საინფორმაციო გადაცემებს, აქ „კურიერი“ ლიდერობს. მას გამოკითხულთა 38 პროცენტი უყურებს ძალიან ხშირად. შემდეგ მოდის „ქრონიკა“- 32 პროცენტით და „მაესტრო“ – 20 პროცენტით. „მოამბე“ რეიტინგებში მეოთხეა და მას სულ 3 პროცენტი აქვს. „კურიერი“ ლიდერობს ნდობის სეგმენტშიც. ტოქშოუების რეიტინგებში ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქცია“ ლიდერობს. მას ყველაზე ხშირად გამოკითხულთა 31 პროცენტი უყურებს. შემდეგ მოდის ნინო შუბლაძის „პოზიცია“ – 28 პროცენტი. მესამე პოზიციზეა „სუბიექტური აზრი“ – 10 პროცენტით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები