იაპონია საზღვარგარეთისთვის იარაღის მიწოდების პრინციპებს ცვლის
იაპონიის მთავრობამ უარი განაცხადა აკრძალვაზე, რომელიც ამ ქვეყნიდან 50 წლის განმავლობაში იარაღის და სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს ეხება. ამჟამად მინისტრთა კაბინეტის სპეციალური გადაწყვეტილებით შემოღებულია ახალი პრინციპები, რომელიც საზღვარგარეთ იარაღის მიწოდებას უკავშირდება. იარაღი აღარ მიეწოდება ქვეყნებს, რომლებიც საომარ – კონფლიქტურ ან გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების მოქმედების ქვეშ იმყოფებიან. იარაღი საზღვარგარეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეწოდება, როდესაც ეს ,,მშვიდობის დამყარებისთვის და იაპონიის საშიშროებისგან დასაცავად იქნება საჭირო“.
ახალი წესები მოითხოვს მკაცრად გაკონტროლდეს იაპონური იარაღის და სამხედრო ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის. ასევე გაკონტროლდეს მათი გადაცემა მესამე ქვეყნებისთვის. აღსანიშნავია, რომ იარაღის ექსპორტის ახალი წესების შემოღება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის ცინდზო აბეს ინიციატივა იყო. მისი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ეს პრინციპები ძალიან ბუნდოვანია და იარაღის საზღვარგარეთ მიწოდებას ვერ გააკონტროლებს.