საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის ყოფილ თანამშრომელს გერმანიაში 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიის სასამართლომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის დაცვის ყოფილ თანამშრომელს, 94 წლის რაინჰოლდ ჰანინგს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის 170 ათასი ადამიანის მკვლელობის თანამონაწილეობაშია ბრალდებული.
სასამართლომ დაადგინა, რომ ჰანინგი, რომელიც ოსვენციმში 1943 – 1943 წლებში მუშაობდა, პატიმრების გადანაწილებით იყო დაკავებული, ის წყვეტდა, ვინ უნდა დაისაჯოს სიკვდილით გაზის კამერაში და ვინ – იძულებითი სამუშაოებით იქნება დაკავებული. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ჰანინგის სასამართლო შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო პროცესი იყოს ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ყოფილ თანამშრომლებს შორის, ვინაიდან მათი უმეტესობა ცოცხალი აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები