„სადახლო-საავტომობილო“ გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა 3,46 გრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს

„სადახლო-საავტომობილო“ გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება „მარიხუანას“ შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ა.ჰ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ 3,46 გრამი „მარიხუანა“ აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონული სამმართველოს სადახლოს გაყოფილებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები