მებაჟე ოფიცრებმა 4290,82 ლარის ოდენობის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა სარფის გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე გ.ბ-ს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მგზავრი „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მის კუთვნილ ხელბარგში 61,38 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ კი შეადგინა 4290,82 ლარი.
ამავე განცხადების თანახმად, ანალოგიური კანონდარღვევა გამოვლინდა 11 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“. კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მხრიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქე ს.გ.-ს, ეჭვის საფუძველზე სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 94,87 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4581,26 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ორივე შემთხვევაში მგზავრებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, შესაბამისად, 4290,82ლარისა და 4581,26 ლარის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები