მწერლები და საზოგადო მოღვაწეები ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად
მწერლები და საზოგადო მოღვაწეები მწერალ ზურაბ ქარუმიძის მხარდასაჭერად მწერალთა სახლში შეიკრიბნენ. მწერალთა სახლში შეკრების მიზეზი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ზურაბ ქარუმიძის წინააღმდეგ ანტიპიარკამპანია გააპროტესტეს. მწერლებმა საქართველოს მთავრობას მიმართეს – არ გაითვალისწინოს ცილისმწამებლური და სიძულვილის ენით აღსავსე ბრალდებები და ზურაბ ქარუმიძე დანიშნოს საქართველოს ელჩად ბრიტანეთში.
„გვინდა მხარი დავუჭიროთ ჩვენს კოლეგას, მწერალს ბატონ ზურაბ ქარუმიძეს. ამავე დროს მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, მთავრობას, პრეზიდენტს, რომ არ გაითვალისწინოს ის ცილისწამებლური და სიძულვილის ენით აღსავსე ბრალდებები, რომელიც გამოთქმული იყო ერთ- ერთ გაზეთში“, – განაცხადა მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა.