მაგდა პაპიძის პროცესი დროებით დაიხურა – ნაფიცი მსაჯულების წინაშე მეან-გინეკოლოგი იკითხება

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის სასამართლო პროცესი ადვოკატის შუამდგომლობის შემდეგ დაიხურა. ბრალდებულის ადვოკატებმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკის მეან-გინეკოლოგის დაკითხვა მოსამართლის წინაშე დახურულ რეჟიმში მოითხოვეს.
პროცესის დახურვამდე მეან-გინეკოლოგმა პროკურორების რამდენიმე შეკითხვას მაინც უპასუხა. როგორც ექიმმა აღიშნა, მაგდა პაპიძე მასთან 2015 წლის 23 დეკემბერს კლინიკაში მივიდა და მას ორსულობაზე შესაბამისი ტესტი ჩაუტარდა. ამის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატებმა იშუამდგომლეს, რომ პროცესი დახურულიყო და ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვა დახურულ რეჟიმში წარმართულიყო.
ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები