ანაკლიის პოლიციის უფროსი 22 წლის ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი მრავლობითი მოტეხილობებითა და სახის სხვადასხვა დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოშია მოთავსებული.
საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. როგორც „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს,მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები