დავით ნარმანია გუბელაძეების ოჯახს პასუხობს – ვაგონის განთავსება დადგენილ წესებს არ ექვემდებარება

წყნეთის ხევის ქუჩიდან 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული გუბელაძეების ოჯახის საცხოვრებელი ვაგონიდან გამოსახლების ფაქტს, თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და განმარტა, რომ გუბელაძეების საკუთრებაში აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული არცერთი მიწის ნაკვეთი არ იყო.
ნარმანიას ინფორმაციით, როცა სტიქია მოხდა, აღნიშნული ვაგონი იქ არ იდგა, ოჯახმა ტერიტორიაზე ვაგონი თვითნებურად მიიტანა. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ტერიტორიაზე ვაგონის არსებობა დადგენილ წესებს არ ექვემდებარება და აუცილებელია მისი დემონტაჟი.
ნარმანიას განცხადებით, გუბელაძეების ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი არ განიხილება, თუმცა, ნარმანიას მტკიცებით, თბილისის მერია მათთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზებაზე იმსჯელებს.
„ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილი წესით მას გაუგზავნა გაფრთხილება. მას არ ეკუთვნის ეს ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე დატბორვის ზონაა და, შესაბამისად, ცხოვრება არის შეუძლებელი. გარდა ამისა, როცა სტიქია მოხდა, ეს ვაგონი იქ არ იდგა, მან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, თვითნებურად მოიტანა და ჩადგა ის ვაგონი. ამიტომ, ის დადგენილ წესებს არ ექვემდებარება და აუცილებელია მისი დემონტაჟი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები