პერ ეკლუნდი: მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ძალიან დაკვირვებით

NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრი პერ ეკლუნდი მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება დაგვიანებული მოთხოვნა იყო. მისი განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ მაჟორიტარული ოლქების საზღვრების გადასინჯვა დარღვევით წარიმართა და NDI-ის რეკომენდაციაა გადაისინჯოს და გადაიხედოს ის ზომები, რის მიხედვითაც ოლქების გადანაწილება მოხდა.
„პარლამენტმა უნდა შექმნას კომისია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ პროცესების მონიტორინგზე. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ გაუქმებულიყო მაჟორიტარული სისტემა. ამ ეტაპზე ეს ნამდვილად დაგვიანებული საკითხია და მომავალში უნდა განხორციელდეს. შესაბამისად, რეკომენდაცია იქნება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს და არჩევნების შემდეგ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ძალიან დაკვირვებით. სამომავლოდ ვთავაზობთ, რომ განხილული იყოს კანონი სავალდებულო კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ეს ეხება ქალთა რაოდენობას პარლამენტში, რადგან არ არის დაცული გენდერული საკითხი”, – განაცხადა პერ ეკლუნდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები