სირიაში რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

რუსი ჯარისკაცი, რომელიც სირიაში დაიჭრა, მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, უმცროსი სერჟანტი მიხეილ შიროკოპოიასი ალეპოსთან რამდენიმე დღის წინ დაიჭრა. რუსული მედიის ცნობით, შიროკოპოიასი 11 ივნისს ამურის ოლქში, სამხედრო წესით დაკრძალეს. ოფიციალური მონაცემებით, ეს სირიაში დაღუპული მეათე რუსი სამხედრო მოსამსახურეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები