პუტინს უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიიდან სამხედროების ნაწილი გაჰყავს

  ვლადიმერ პუტინს უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიიდან სამხდროების ნაწილი გაჰყავს – ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის პირველმა პირმა გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა. შეტყობინებაში, რომელსაც ანგელა მერკელის მხარე ავრცელებს, ნათქვამია, რომ მხარეებმა უკრაინასა და დნესტრისპირეთში მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს. პირადი საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმები უნდა ჩატარდეს და დაცული უნდა იყოს ყველას უფლებები. მან მერკელს მოსთხოვა, შეწყვიტოს დასავლეთმა დნესტრისპირეთის ბლოკირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები