ფესტივალის „ელექტრონავტები“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის ფესტივალის ”ელექტრონავტების” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ”ელექტრონავტი 2015”-ის მთავარი ჯილდოს მფლობელი BERIKA გახდა. სპეციალურად ამ ნომინაციისთვის დაწესებული პრიზი, საგზური Berlin Atonal-ის ფესტივალზე გამარჯვებულს ”თი-ბი-სი ბანკის” მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ეგაძემ გადასცა.
”წლის ელექტრონავტი” ორგანიზატორებისგან მხატვარ გიორგი მაღრაძის მიერ დამზადებული ფიგურითაც დაჯილდოვდა. მთავარი ნომინაციის გარდა, გამარჯვებულები კიდევ ცხრა კატეგორიაში გამოვლინდნენ”, – საუკეთესო ფესტივალი -4GB, საუკეთესო მუსიკალური ვიდეო – TETE NOISE-GADI GADI, საუკეთესო ლეიბლი – VODKAST, საუკეთესო VJ –JARA, საუკეთესო DJ – ZITTO, საუკეთესო ლაივ აქტი- OIMACTTA, საუკეთესო ალბომი – 3SULI-DESNA, საუკეთესო ტრეკი – TOKE –UNIVERSE , 7ახალი სახე – MINDSTREAMING.
ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის ყოველწლიური ფესტივალი 2008 წელს დაარსდა და მიზნად ნიჭიერი, ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენა ისახავს მიზნად. გამარჯვებულები პრიზებს იმ კონტენტისთვის იღებენ, რომლებსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქმნიან. 2010 წლიდან მონაწილეებს საერთაშორისო ჟიურის წევრები აფასებენ. ფესტივალი წელს, “თი-ბი-სი ბანკის” მხარდაჭერით ჩატარდა.