უკრაინის გამო მერკელმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა
გერმანიამ გერმანულ-რუსული სამთავრობათაშორისო კონსულტაციების მორიგი რაუნდი გააუქმა, რომელშიც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდნენ. გერმანიამ პოლიტიკის საპასუხოდ რუსეთს უკრაინასთან გაუუქმა აპრილის ბოლოს დაგეგმილი მომდევნო რუსულ-გერმანული რაუნდი. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზეიბერგმა განაცხადა. “სამთავრობოთაშორისო კონსულტაციები გაუქმდა”,- განაცხადა ზეიბერგმა. მან განმარტა, რომ ასეთი ნაბიჯით ბერლინი პასუხობს ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას “დიდი შვიდიანის” და ევროპის საბჭოს რუსეთთან ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, გერმანულ-რუსული სამთავრობოთაშორისო კონსულტაციები 1998 წლიდან ყოველწლიურად იმართება. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 22 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთთან მიერთება ევროპის გაყოფის მცდელობაა.