დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში დაჭრეს

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ ჯო კოქსი ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში, საკუთარ საარჩევნო ოლქში თავდასხმის დროს დაჭრეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, 41 წლის ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ამჟამად ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ადგილობრივმა პოლიციამ 52 წლის მამაკაცი დააკავა. თვითმხილველები იუწყებიან, რომ კოქსი იმ მომენტში დაიჭრა, როდესაც ორი მამაკაცის კამათის დროს მათ შერიგებას ცდილობდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მომხდარით სერიოზულად არის შეშფოთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები