საქართველოს პატრიარქი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის, ამიტომ თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან სოლვიტა აბოლტინასთან შეხვედრაზე ბრძანა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ლატვიის სეიმის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის საერთო კულტურულ და სულიერ ღირებულებებზე ისაუბრეს. უწმინდესმა სეიმის თავმჯდომარე თანხლებ პირებთან ერთად მიიღო. საპატრიარქოში შეხვედრას საქართველოს ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები