მოლდავეთში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

ძლიერმა წვიმებმა მოლდავეთში წყალდიდობა გამოიწვია. ერთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ მოლდავეთის სოფლის მეურნეობას სერიოზული ზარალი მიაყენა. საგანგებო სიტუაციის ინფორმაციით, ყველაზე სერიოზული ზარალი ქალაქ ჩადირ-ლუნგას მიადგა, რომელიც მოლდავეთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ინფორმაციის მიხედვით, ორი საათის განმავლობაში აქ სამი თვის ნალექი მოვიდა. დაზიანდა 58 სახლი. კოკისპირულმა წვიმებმა მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვის ქუჩები დატბორა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები