„სტერეო +“ გავრცელების არეალს აფართოებს – ქართული არხების ღია ეთერით კასპის რაიონის მოსახლეობა ისარგებლებს

შპს „სტერეო +“ განაგრძობს გავრცელების არეალის გაფართოებას.
როგორც „კვირას“ „სტერეო+“-დან აცნობეს, ქართული არხების ღია ეთერით მიღება ახლა უკვე შემდეგ ჩრდილოვან ზონებშიც არის შესაძლებელი: კასპი, გომი, ნიაბი, მეტეხი, თელიანი, ხოვლე, ერთაწმინდა, კავთისხევი, თელათგორი, ლავრისხევი, ნიჩბისი.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ფარგლებში მოხვდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დიდი ნაწილი.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ეტაპი საქართველოში ერთი წლის წინ დაიწყო და უმოკლეს დროში წარმატებით განხორციელდა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც რეფორმა წარმატებით განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები