“დახშული სივრცე” კინოფესტივალზე: NEW DIRECTORS | NEW FILMS FESTIVAL “ვერცხლის ფოცხვერისთვის” იბრძოლებს
ლევან შუბაშვილის ფილმი “დახშული სივრცე” კინოფესტივალზე New Directors | New Films Festival საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტულისთვის და ჯილდოსთვის “ვერცხლის ფოცხვერი” იბრძოლებს.
ფილმი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი.
“დახშული სივრცე” 13 წლის ლუკას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თბილისის ზოოპარკის მოხალისეა. იგი სკოლის შემდეგ ყოველ დღე აკითხავს ზოოპარკს და ცხოველებსა და ფრინველებს უვლის.
ლუკა საქმიანობას 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგაც აგრძელებს, როდესაც წყალდიდობამ ათეულობით ადამიანისა და ზოოპარკის ბინადრის სიცოცხლე შეიწირა.
New Directors | New Films Festival (FEST) არის კინოფესტივალი, რომელიც ახალი ფილმებისა და რეჟისორების აღმოჩენას უწყობს ხელს. კინოფესტივალი პორტუგალიაში 20 – 27 ივნისს უკვე 12-ედ ჩატარდება.