მანანა კობახიძე: მერაბიშვილს მოლოდინი ჰქონდა, რომ მის პატიმრობას უკანონოდ სცნობდნენ, მაგრამ ვერ მიიღო ეს

ალბათ, ვანო მერაბიშვილს ჰქონდა მოლოდინი რომ ამ საჩივრებიდან მაქსიმუმს მიიღებდა და უკანონოდ სცნობდნენ მის პატიმრობას, მაგრამ ვერ მიიღო ეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოტანილი დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
„გარკვეულ წილად, ეს საქმის წაგებას ნიშნავდა, რადგანაც მთავარი ამ საქმეში უკანონო პატიმრობის დადგენა იყო, რასაც ვერ მიაღწიეს, რადგან მის დაპატიმრებას აბსოლიტურად კანონიერი საფუძველი ჰქონდა. სხვათაშორის, გადაწყვეტილება სწორედ იმით იწყება, თუ როგორ იპარებოდა ქვეყნიდან მერაბიშვილი ვინმე მაისურაძის პასპორტით, როგორ გადიოდა ქვეყნიდან საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ყალბი პასპორტით. რამდენი ასეთი პასპორტი ჰქონდა საკუთარი თავისთვის დამზადბეული, ესეც საკითხავია. ეს სამარცხვინო ფაქტია და ეს წერია ამ გადაწყვეტილებაში. მგონია, რომ გარკვეული შეფასება ამასაც სჭირდება“,-განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები