გიორგი კვირიკაშვილი: ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება გვჭირდება

ივლისში ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება გვჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში, საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვარშავის სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს.
„ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტზე ჩვენ მოკავშირეების მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება გვჭირდება. ეს აუცილებელია საიმისოდ, რომ ვარშავის სამიტი გაწევრიანებისკენ გადადგმული ნათელი და თვალსაჩინო ნაბიჯი გახდეს. სამიტის შედეგს ორი განზომილება უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური მხარდაჭერა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დადასტურება; პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები