ჯონი დეპი საცოლეს საქორწილო მზადებაში არ ეხმარება
50 წლის მსახიობი ჯონი დეპი ახალგაზრდა მსახიობ ემბერ ჰერდზე ქორწინდება. პრესაში ქორწილის შესახებ ინფორმაცია ერთი თვის წინ გავრცელდა, თუმცა მსახიობებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ემბერ ჰერდზე საქორწინო ბეჭედი პაპარაცებმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე შენიშნეს, სადაც ჯონი დეპი ახალ ფილმს წარმოადგენდა. ჟურნალისტებს ქორწილთან დაკავშირებულ შეკითხვებზე ჯონი დეპმა უპასუხა, რომ ის არ ერევა ქორწილის დაგეგმვაში და ყველა მოსამზადებელი საქმე ემბერმა გადაიბარა, რადგან მას ასეთი საქმეების დაგეგმვა კარგად არ გამოსდის. ამიტომაც გადაწყვიტა, საყვარელ ქალს ხელი არ შეუშალოს საქორწილო ცერემონიალის მომზადებაში.