თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

4 ადამიანი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი კედელს დაეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები