ანი მიროტაძის ინფორმაციით, შალვა კიკნაველიძე ფრაქცია „ეროვნულ ფორუმში“ რჩება

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი ანი მიროტაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დატოვა „ეროვნული ფორუმის“ წევრმა შალვა კიკნაველიძემ პარტია. „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მიროტაძემ განაცხადა რომ კიკნაველიძე მეორე მოწვევის პარლამენტამდე ფრაქცია „ეროვნულ ფორუმში“ დარჩება.
„შალვა კიკნაველიძე მეორე მოწვევის პარლამენტამდე ფრაქცია „ეროვნულ ფორუმში“ რჩება. შემიძლია გითხრათ, რომ მან დატოვა „ეროვნული ფორუმი“, თუმცა რა მიზეზით და რა გეგმები აქვს სამომავლოდ, ჩემთვის უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით ის ალბათ უფრო კონკრეტულად ისაუბრებს. შალვა კიკნაველიძე ნამდვილად იყო ჩვენი პარტიის წევრი, ჩვენ ბევრი ბრძოლა გავიარეთ ერთად. ფიქრობს თუ არა ის პოლიტიკაში დარჩენას, ვერ გეტყვით“,-განაცხადა მიროტაძემ.
საარჩევნო გარემოზე საუბრისას, მიროტაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს წინა წლებთან შედარებით გაცილებით უფრო საინტერესო პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რაც ჭარბი პოლიტიკური სუბიეტქებით არის განპირობებული. მიროტაძე ბარიერთან დაკავშირებულ შესაძლო სირთულეებს არც კი განიხილავს.
„ რაც შეეხება ბარიერის გადალახვას, „ეროვნული ფორუმი“ ცალსახად და კატეგორიულად აცხადებს, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემას ჩვენ არ განვიხილავთ, რადგან ვიცით ჩვენი რესურსი. „ეროვნულ ფორუმს“ აქვს ამბიცია, რომ რამდენიმე მაჟორიტარ ორლქში ჩვენმა კანდიდატმა გამარჯვებაც მოიპოვოს“,- განაცხადა მიროტაძემ.
შეკითხვაზე, რამდენად სამართლიანი იქნება, მისი აზრით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ის აცხადებს, რომ ეს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
„რაც შეეხება იმას, რამდენად სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, ამას ვერ გეტყვით, რადგან ეს არ არის დამოკიდებული „ეროვნულ ფორუმზე“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. თუ ხელისუფლებას სურს, მოიპოვოს გამარჯვება, უარი უნდა თქვას ზეწოლაზე და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში თანაბარი არჩევნები ვერ ჩატარდება. ბევრი კითხვის ნიშანი იქნება, რაც ავტომატურ რეჟიმში გამოიწვევს არჩვენების ლეგიტიმაციის საკითხს“,- განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები