ბიძინა ივანიშვილი – პრეზიდენტი წელიწადში, 10 მილიონ ლარს გადაჭარბებით ხარჯავს

10 მილიონ ლარს ხარჯავს ეს კაცი გადაჭარბებით და პატივს არ სცემს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილის ათონელის რეზიდენციაში არგადასვლის საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში უნდა გადავიდეს.
“კვირიკაშვილის პოზიციას პატივს ვცემ, თუმცა რაც ადრე მითქვამს, იგივე პოზიცია გამაჩნია. მარგველაშვილმა ვერ სცა პატივი პრეზიდენტის ინსტიტუტს. 10 მილიონ ლარს ხარჯავს ეს კაცი გადაჭარბებით. ეს კაცი პატივს არ სცემს ქვეყანას”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები