ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხის დასმა ნაადრევია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ჯერ უნდა დასახელდნენ მაჟორიტარობის კანიდატები, შემდეგ უნდა დამტკიცდეს საარჩევნო სია.
ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის საკითხის დასმა ნაადრევია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები