ბიძინა ივანიშვილი 13 ივნისის სტიქიაზე: ახალგაზრდებმა საოცარი კონსოლიდაცია აჩვენეს

„ტექნოპარკში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის” თავმჯდომარის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია მიმდინარეობს.
ბიძინა ივანიშვილი ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს ხვდება.
მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყო. პრესკონფერენციის დაწყებისას ბიძინა ივანიშვილმა 13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედია გაიხსენა და დაღუპულთა ოჯახებას სამძიმარი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მანვე აღნიშნა ტრაგედიის დღეებში ახალგაზრდების კონსოლიდაციის შესახებაც.
„გავიხსენოთ მიცვალებულები და თანაგრძნობა გამოვუცხადოთ გარდაცვლილთა ოჯახებს. ის პოზიტივიც გავიხსენოთ, რაც ამ დროს განვითარდა. ახალგაზრდებმა საოცარი კონსოლიდაცია აჩვენეს. დავინახეთ, რომ ჩვენი უძველესი კულტურის ხალხი ვართ. ახალგაზრდებმა დაამტკიცეს, რომ ამ გენის მატარებლები არიან და ყველაზე დიდი გაჭირვების დროს საოცარი კონსოლიდაცია და ორგანიზებულობა მოახერხეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი 7 ივნისს ტელეკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები