გუბაზ სანიკიძე შალვა კიკნაველიძის „ეროვნული ფორუმიდან“ წასვლას არ ადასტურებს

“ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე პარტიიდან შალვა კიკნაველიძის წასვლის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ კიკნაველიძე რჩება პარტიაში და ფრაქციაშიც.
“აღნიშნული ინფორმაცია მართალი არ არის. შალვა კიკნაველიძე რჩება პარტიაში, შესაბამისად, რჩება ფრაქციაშიც“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა შალვა კიკნაველიძემ პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმი“ დატოვა.
მან გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ, პარტიის პოლიტსაბჭოსთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო მიიღო.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შალვა კიკნაველიძე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.
შალვა კიკნაველიძე პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები