გიორგი კვირიკაშვილი: მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების შემდეგ პარლამენტში დარჩენას არ აპირებს.
ამ განცხადებით გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, არჩევნების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი აირჩიონ.
„გუშინ ატყდა ერთი ამბავი ამ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვაპირებ პარლამენტში დარჩენას. გამორიცხულია. მე ვაპირებ იმ თანამდებობაზე ყოფნას, სადაც დღეს ვარ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკავილმა.
პრემიერ-მინისტრმა განმარტება გააკეთა პირველ ვიცე-პრემიერად დიმიტრი ქუმსიშვილის დანიშვნაზეც.
„ეს იმით არის გამოწვეული, რომ მე და კახი კალაძე ვიქნებით ძალიან აქტიურად ჩართული არჩევნებში და ეკონომიკურ გუნდს სჭირდება ძალიან კარგი კოორდინაცია, აქედან გამომდინარე არის გამოწვეული ეს დანიშვნა, ამიტომ ყველანაირი მითქმა-მოთქმა და სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით უადგილოა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები