ADB საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს

აზიის განვითარების ბანკი(ADB) საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ ADB-ის აღმასრულებელმა დირექტორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს.
მთავრობის მეთაურმა აზიის განვითარების ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ADB-ის მხარდაჭერას ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარების, საბიუჯეტო მხარდაჭერის და შეღავათიანი ფინანსური რესურსების გამოყოფის მიმართულებით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით დაგეგმილ პროექტებსა და განათლების რეფორმაზე. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლის გაძლიერებას, ისე – პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით.
აზიის განვითარების ბანკი  საქართველოში ყველაზე დიდი პორტფელის მქონე განვითარების პარტნიორია. ADBსაქართველოს მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა, ახორციელებს სხვადასხვა ტექნიკური დახმარების პროგრამას.
შეხვედრისას ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ მსგავსი წარმომადგენლობითი ვიზიტი საქართველოში ADB-დან ჯერ არ განხორციელებულა.
აზიის განვითარების ბანკის 7 აღმასრულებელი და ალტერნატიული დირექტორი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში, რომელსაც ADB-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი,ჟონჟინ უანი ხელმძღვანელობს, ADB-ის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორები – მეთიუ ფოქსი, გაუდენშო ჰერნანდეს უმცროსი, ფილასლაკ იუკასემუონგი, მაპა პატირანა, მაიკლ შტრაუსი, შარაფჯონშერალიევი იმყოფებიან. პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას ADB-ის მუდმივი წარმომადგენელისაქართველოში იეშიმ ელჰან-კაიალარი, ADB-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გიორგი კიზირია, ხოლო საქართველოს მხრიდან – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები