თემურ ჯანაშიას ხელმძღვანელობის შემდგომი პერიოდის ინფორმაციას პროკურატურა სწავლობს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯების დოკუმენტაციას, რომელიც თემურ ჯანაშიას ხელმძღვანელობის შემდგომ პერიოდს მოიცავს, მთავარი პროკურატურა სწავლობს. ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მუჯირმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს გამართული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მუჯირის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა, ნებისმიერი პირი მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
„ეს დოკუმენტაცია მართლაც ინახება მთავარ პროკურატურაში. გამოძიების მიერ შესწავლილი იქნება ეს დოკუმენტაცია და სწორედ ახლა მთავარ პროკურატურაში ეს პროცესი მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება ნებისმიერი პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლაგვა, ანალოგიურად მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები