ნიკუშა შენგელაია: თუ ამნეზია არ დაგვემართა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერია

„ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური რუკიდან“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მხატვარ ნიკუშა შენგელიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
შენგელაია გამოცემასთან მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. ხელოვანი აცხადებს, რომ მას სჯერა, 2016 წლის არჩევნებში კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. თუმცა, შენგელია ქართველ ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ სწორი არჩევანი გააკეთონ და „ნაციონალურ მოძრაობას“ თავი არ მოატყუებინონ.
„თუ ამნეზია არ დაგვემართა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნება არ უწერია. სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია და რეალობას აცდენილი. მისი გამოსვლები იგივეა, ქუჩაში ვიღაცამ საკუთარ თავზე ხმამაღლა ილაპარაკოს. ისევ ტივტივი უნდა. ჰგონია, ხალხს მისი ნამოქმედარი დაავავიწყდა. არ მაინტერესებს, რა მოელანდება, რა დაესიზმრება და დილით რას იტყვის – სააკაშვილის ტყუილების მოსმენის დრო არ მაქვს. უკრაინაში კარავში ცხოვრებაც მისი ჩვეულებრივი პოპულისტური ნაბიჯია. სააკაშვილი კი არა, მე ჩვენი მეგობარი მოძმე უკრაინელების ბედი უფრო მაღელვებს“, – აცხადებს ნიკუშა შენგელაია.
მხარტვარი ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გიორგი ვაშაძის შესახებაც საუბრობს. შენგელაიას მიაჩნია, რომ ვაშაძეს პოლიტიკაში დაბრუნების დიდი სურვილი აქვს.
„ვაშაძე მიხვდა, რომ ვერ მოვა და სხვა გზას ეძებს. პოლიტიკურ სივრცეში უნდა დარჩენა. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური რუკიდან. არჩევნები უნდა ჩატარდეს მშვიდად და არა მუშტი – კრივში. „ნაციონალებისთვის“ პროვოკაცია ხელსაყრელია, ისინი მთავრობის შეცდომებით საზრდოობენ, ამიტომ „ოცნებას“ შეცდომები არ უნდა მოუვიდეს. პირადად, მე სრულიად რეალურად მეჩვენება “ ოცნების“ გამარჯვება, ვინაიდან მათ უკან სერიოზული საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილი დგას, როგორც მშვიდობის გარანტი. ხალხო, არ მოატყუებინოთ თავი იმათ, ვისაც რაღაც ძალებით უნდა სათავეში მოსვლა, ან მხოლოდ ტივტივებენ პოლიტიკურ გარემოში და საქმეს არ აკეთებენ“, – აცხადებს ნიკუშა შენგელაია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები