„კვირიკაშვილს სურს, ყველა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს“

„ვიცი, კვირიკაშვილს სურს, ყველა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს“, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ აცხადებს.
ალასანია მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
„კორცხელის ინციდენტი ქვეყნისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. ორგანიზატორები მკაცრად უნდა დაისაჯონ. ვიცი, კვირიკაშვილს სურს, ყველა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია მშვიდობიან გარემოში ჩაატაროს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროც დადგა – უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც არჩევნებში უშიშროებისა და სამართალდამცველების უხეში ჩარევის შესაძლებლობას გამორიცხავს. ამასთან, ბიზნესმენებს არ უნდა ეშინოდეთ ოპოზიციური ძალების დაფინანსებისა, თუ სიმპათია აქვთ, კონტრიბუციის შესაძლებლობა უნდა მიეცათ“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები