"მეცხრე არხის" დაბრუნების საინიციატივო ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს პეტიციას გადასცემს

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის წევრები ხვალ, 15:00 საათზე, საქართველოს 9 ათასი მოქალაქის ხელმოწერას დატოვებენ. ხელმომწერები ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენას მხარდაჭერას უცხადებენ.

“ხელმოწერების შეგროვება სპონტანური გამოკითხვით დედაქალაქში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ცხრა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამპანიის განმავლობაში, რომელიც საინიციატივო ჯგუფის ცნობით, ყოველგვარი სარეკლამო აქტივობის გარეშე მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში მოქალაქეები აქტიურობდნენ სოციალურ ქსელ “ფეისბუქშიც”, სადაც გვერდს “დაუბრუნეთ მეცხრე არხი მაყურებელს” 6000 -მდე მოწონება აქვს”, – ნათქვამია საინიციატივო ჯგუფის განცხადებში.

მათივე განცხადებით, 1-ელ აპრილს პეტიციის წარდგენა სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს, რადგან პირველად “მეცხრე არხმა” 2004 წლის 1-ელ აპრილს შეაჩერა მაუწყებლობა.

“მეცხრე არხის” 150-მდე ყოფილმა თანამშრომელმა ბიძინა ივანიშვილს თხოვნით მიმართა.ყოფილი “მეცხრე არხელები” ივანიშვილთან შეხვედრასა და მისთვის საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას ითხოვენ. “მეცხრე არხის” თანამშრომლების აზრით, ტელეკომპანიის ხელახლა ამუშავების შემთხვევაში არხი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფუნქციას შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები