ნიკო ლეკიშვილი: არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი

თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებზე პლეხანოვზე კენჭი იყაროს, – ამის შესახებ ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ლეკიშვილი აცხადებს, მას შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ სთხოვა, რომ მათი მაჟორიტარობის კანდიდატი ყოფილიყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
”არ არის გამორიცხული, პლეხანოვზე ვიყარო კენჭი. ჩვენს უბანში დიდი შეკრება იყო და ამ გადაწყვეტილების მიღება მთხოვეს. ისე მე რაჭაზეც ვფიქრობდი… ალბათ, მაინც იმ უბანში ვიყრი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. შვიდმა პოლიტიკურმა ძალამ მთხოვა, მათი მაჟოროტარი კანდიდატი ვიყო, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ალბათ იმ პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი ვიქნები, ვინც ეს პირველად შემომთავაზა”, – განაცხადა ლეკიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები