კახა კალაძე: მხოლოდ დასაბუთებული პროგრამა გვექნება შემდგომი წლების შესახებ

„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის შექმნილია, შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერებისთვის მისი გააქტიურება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, -ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აცხადებს.
„ცხადია, “ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის შექმნილია, შესაბამისად, პარტიის მხარდამჭერებისთვის მისი გააქტიურება გადამწყვეტი ფაქტორი იქნება“,- აცხადებს კახა კალაძე.
რაც შეეხება საარჩევნო სიას და მის პრეზენტაციას, კახა კალაძე აცხადებს, რომ პარტია ემზადება ისე, როგორც საჭიროა.
“ვეცდებით, ამომრჩეველს გასაგებად ჩავაბაროთ ამ ოთხი წლის ანგარიში, პარალელურად მომავალი ოთხი წლის რეალურ საფუძველზე აწყობილი სამომავლო გეგმაც გავაცნოთ და არა ფურცელზე დაწერილი დაპირებები, რასაც, ჩვენი წინამორბედების დამსახურებით, ხალხი უნდობლად ხვდება. მხოლოდ დასაბუთებული პროგრამა გვქნება შემდგომი წლების შესახებ. რაც შეეხება სიას, საარჩევნო კამპანიისთვის დიდი დროა გამოყოფილი. ასე, რომ, არც სიის დამუშავებას ვჩქარობთ, არც პრეზენტაციას“,-აცხადებს კახა კალაძე.
კითხვაზე – ხედავს თუ არა გუნდი პარტიის განახლების აუცილებლობას, კახა კალაძე აცხადებს, რომ განახლება საჭიროა.
“ცხადია, განახლება საჭიროა, 2012 წელს გუნდი სულ სხვა პოლიტიკურ რეალობაში შეიქმნა, ამჟამად განსხვავებული გამოწვევებია, როგორც პარტიის, ისე ქვეყნის წინაშე. მოსახლეობასაც სხვა მოლოდინი აქვს, ამიტომ ცვლილებები ლოგიკურია და გადაადგილებებიც პრიორიტეტების მიხედვით მოხდება. პირველ რიგში, პოლიტიკურად ეფექტიან გუნდზე ვზრუნავთ“, -აცხადებს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები