კახა კალაძე: ოპოზიცია ეუთოს ანგარიშიდან იმ ეპიზოდებს იყენებს, სადაც მათივე განწყობაა ასახული

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განმარტებით, ეუთოს საჭიროების შემფასებელი მისიის ანგარიშში მოყვანილია საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების პოზიციები. ამის შესახებ კახა კალაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“ეუთოს მისიასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ პრემიერმაც სთხოვა, არჩევნებზე დამკვირვებლის რაოდენობა მაქსიმალურად გაზარდონ. საქართველოში 26-29 აპრილს საჭიროების შემფასებელი მისია იმყოფებოდა, რათა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის შედეგად გაეწეია რეკომენდაცია ODIHR-თვის. გაიმართა შეხვედრები პარტიებთან, მედიასთან, არასამთავრობო სექტორისა და სახელმწიფო უწყებებთან. ანგარიში მრავალფეროვანია და, ამასთან, პროცესებს ხედავს ოპოზიციური პარტიების რაკურსიდან. მაგალითად, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა ნეგატიური ინფორმაციაც მიაწოდა მისიას, ამ ნაწილის ტირაჟირებას ახდენენ“, – აცხადებს კახა კალაძე და აღნიშნავს, რომ ანგარიშში დადებით ტენდენციებზეც არის საუბარი.
„მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაჟორიტარული ოლქების ცვლილება მოხდა, დიდწილად დაკმაყოფილდა არჩევითობის თანასწორობის პრინციპი, გაიზარდა პარტიებისთვის გამოყოფილი საეთერო დრო და ფინანსური სანქციებიც დაკონკრეტდა საარჩევნო კამპანიასთან, მედიასა და დაფინანსებასთან დაკავშირებით, დანარჩენი რეკომენდაციები ჯერ არ შესულებულა,თუმცა პროცესში ვართ“, – აცხადებს კახა კალაძე.
ჟურნალისტის კითხვაზე, სპორტსმენების “საარჩევნო ვოიაჟი“ ხომ არ აჩენს კითხვის ნიშნებს, კალაძე განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესში უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშიშროების ვარაუდი გამოითქვა არა შემფასებელი მისიის, არამედ პოლიტიკური პარტიების მხრიდან.
„ოპოზიცია ეუთოს ანგარიშიდან იმ ეპიზოდებს იყენებს, სადაც მათივე განწყობაა ასახული“, – აღნიშნავს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები