რუსი გულშემატკივრები ინგლისელებს თავს დაესხნენ, დაშავებულია ათობით ადამიანი (ვიდეო)

მარსელის სტადიონზე რუსეთისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის შემდეგ 30-მდე რუსი გულშემატკივარი მეტოქის გუნდის მხარდამჭერებს დაესხა თავს.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთმა ანგარიში გაათანაბრა. რუსმა გულშემატკივრებმა ინგლისის დროშები დახიეს. არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.
საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ფეხბურთის გულშემატკივრების დაპირისპირების გამო უეფა-მ რუსეთთან მიმართებაში დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო.
უეფა რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებს რასისტულ ქმედებებში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები