„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დღეს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. პარტიის გენერალურმა მდივანმა დავით ბაქრაძემ ახალციხესა და ადიგენის მუნიციპალიტეტების ამომრჩევლებს ახალციხის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი წარუდგინა. დღესვე, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ასევე მოქმედი დეპუტატი ტარიელ ლონდარიძე ასპინძისა და ბორჯომის მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელეს.
მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, რაიონების გაერთიანებით მაჟორიტარებისთვის რთული ხდება ”ხალხის მიხედვა” და ამიტომ საჭიროა განსაკუთრებით მონდომებული და პატიოსანი ადამიანები.